11 იანვარს სოხუმში კაფე „ბისკვიტის“ სტუმრებს შორის სროლა მოხდა. დაღუპულია სამი ადამიანი. ისინი ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ერთი მსროლელი მიიმალა დანაშაულის ადგილიდან. სისხლის სამართლის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოავლინა და დააკავა ეჭვმიტანილი.
„ეხო კავკაზა“ ტელეკომპანია Apsua TV-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ გრძელდება ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები, ადგილზე მუშაობენ საგამოძიებო სამუშაო ჯგუფი და კრიმინოლოგები.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2025 წელს პირად ცხოვრებაში გარკვეული სირთულეები ელოდება
⭕ოზურგეთის კლინიკაში გოლიათი დაიბადა - ჩვილი 5,600 კილოგრამს იწონის
წყარო: www.radiotavisupleba.ge