8 იანვარს, ოზურგეთის კლინიკაში „მედალფა“ გოლიათი ბიჭი დაიბადა - ვაჩე კვერღელიძე 5,600 კილოგრამია. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს:
„ვაჩესთან ერთად, სამედიცინო ცენტრში მყოფი ახალშობილები - დემეტრე სიჭინავა და ირინე დარჩია მოვინახულეთ. მათ მშობლებს დამდეგი კალანდა მივულოცეთ და საახალწლო საჩუქრები გადავეცით. ჯანმრთელობას და ბედნიერ მომავალს ვუსურვებ პატარებს!“, - ამბობს ავთანდილ თალაკვაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: