Digest Logo

🎥 სოკოთი ინტოქსიკაციის შემთხვევებმა მოიმატა: პირველადი დახმარება მოწამვლის დროს

1790670655
ეკა ქურდაძე

სოკოთი ინტოქსიკაცია (მოწამვლა) წარმოადგენს სიცოცხლისთვის პოტენციურად სახიფათო სამედიცინო გადაუდებელ მდგომარეობას, რომელიც მოითხოვს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას.

სოკოს ტოქსინების ტიპის მიხედვით, სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს მიღებიდან 30 წუთიდან 6-24 საათის (ან მეტის) შემდეგ. რაც უფრო გვიან ვლინდება პირველი სიმპტომები (მაგ. 6 საათის შემდეგ), მით უფრო სახიფათოა ტოქსინი ორგანიზმისთვის (მაგალითად, შხამა სოკოების შემთხვევაში, რომლებიც ღვიძლსა და თირკმელებს აზიანებენ). 

სოკოთი ინტოქსიკაციის შემთხვევებმა მოიმატა - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ექიმ ტოქსიკოლოგმა ეკა ქურდაძემ ისაუბრა: 

„სოკოთი მოწამვლას ალბათ სეზონურობაც ახლავს და ისიც, რომ გავრცელებულია, საკვები პროდუქტია და ბუნებრივია, მოსახლეობას აქვს ამის შესაძლებლობა, რომ მოიპოვოს, თუმცა სიფრთხილეა საჭირო.

მოგეხსენებათ, სოკო წვიმიანი ამინდის შემდეგ მოდის, შეიძლება ზაფხულშიც იყოს.

არსებობს მოწამვლის ორი ტიპი: ბაქტერიული და ტოქსინებით განპირობებული. 

ტოქსინებით ცოტა უფრო უცნაურად გამოიყურება, რადგან არ არის ბანალურად მხოლოდ გულისრევით, ღებინებით გამოხატული. 

ზოგადად სოკო ძალიან კარგი ინდიკატორია და თუ რამე ტოქსინია ბუნებაში, ადვილად იღებს, ამიტომ არ შეიძლება გზებზე დაკრეფილი სოკო. ჯობს ის უფრო შიგნით იყოს ტყეში. თუ არ ვიცით სოკოს ცნობა, ჯობს თავი შევიკავოთ.

სასურველია, სოკო ნედლი სახით ნაკლებად მივირთვათ. შხამიანი სოკოს თერმული დამუშავება ამ ტოქსინს არ სპობს“, - ამბობს ეკა ქურდაძე.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕წარმატებისა და გზების გამხსნელი გასაღები: „შეაბით ყვითელი ძაფი და დაკიდეთ თქვენი სამუშაო მაგიდის სიახლოვეს“

⭕„გოგოს ველოდებოდით და ბიჭი შეგვრჩა!“ - რას წერს მედეა ადამია

⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 28 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება

✕