კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, საზოგადოებას თავი ახალგაზრდა ქალმა, მედეა ადამიამ დაამახსოვრა, რომელიც მედიკოსებს ბრალს სდებდა დედის გარდაცვალებაში. სამწუხარო პერიოდის შემდეგ, მედეას ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. იგი თავის რჩეულზე, ავთანდილ სამსონიძეზე დაქორწინდა და წყვილი მეოთხე შვილის მოლოდინშია.
მედეა ადამია სოციალურ ქსელში წერს, რომ მთელი ორსულობის განმავლობაში გოგოს დაბადებას ელოდებოდა, თუმცა ბიჭი აღმოჩნდა:
„ახლა უკვე ოფიციალურად ველოდებით კიდევ ერთ პატარა ვაჟკაცს!
უფალმა ჯანმრთელი და ბედნიერი მოგვივლინოს, დანარჩენი ყველაფერი უკვე მეორეხარისხოვანია.
გოგოს ველოდებოდით და ბიჭი შეგვრჩა!
ჩვენი პატარა პრინცი!“, - წერს მედეა ადამია.
ასევე დაგაინტერესებთ: