Digest Logo

სომეხი ფანები: არ გვინდა თქვენი ბოდიშები, ერთად მოუხადეთ ბოდიში მხითარიანს და წადით!

1742791997
სომეხი ფანები

თბილისში 1:6 მარცხის შემდეგ, სომეხი ფანები ფედერაციის ძალიან აღშფოთებულები იყვნენ.

გთავაზობთ ფანების რამდენიმე კომენტარს.

„3 რამ, რაც სომხური ფეხბურთის ხელმძღვანელობამ უნდა გააკეთოს: 1. შეადგინეთ ერთი დიდი ბოდიშის წერილი, ჰენრიხ მხითარიანს ბოდიში მოუხადეთ და ნაკრებში დაბრუნება სთხოვეთ 2. გამოაცხადეთ ამ მწვრთნელის გათავისუფლება 3. შემდეგ შეიტანეთ განცხადება თქვენი გადადგომის შესახებ, რომ გაიწმინდოს სომხური ფეხბურთი ამ სამარცხვინო დროებისგან“, - წერს ელენ შაროიანი.

„სომხეთი ხვრელად აქციეს. ყოველ 2 წელიწადში ჩამოყავთ გაურკვეველი წარმომავლობის მწვრთნელები სხვადასხვა ქვეყნიდან. მერე ისინი მოიხდიან ბოდიშს და რამდენიმე მილიონ დოლარს გადაკეცავენ. სომხები მაინც ჩამოიყვანეთ, სომეხ მწვრთნელებს ვაჭამოთ პური“, - წერს ტორგომ ტოროსიანი.

„გადადექით ყველა და მორჩა! არ გვინდა თქვენი ბოდიშები“, - წერს არენ მანუკიანი.

„ეს სილა უნდა იყოს გამოყენებული სერიოზული ცვლილებებისთვის, ფედერაციავ, გთხოვთ, წადით“, - წერს არ ენ-ი.

„მგონი, ამ კაცს კარიერა დავუნგრიეთ. არა მგონია, სომხეთის შემდეგ კიდევ მწვრთნელად იმუშაოს“, - წერს ტიგრან ნალხაიანი.

„ნახეთ თბილისის სტადიონი, შეადარეთ ჩვენსას. ნახეთ სად თამაშობენ იმათი ბიჭები ევროპაში და მერე ჩვენი - რუსეთსა და ნოაში“, - წერს გარი გაროიანი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ფეხბურთზე ბებიამ შემიყვანა 10 წლის ასაკში, ჩემი ოჯახი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მე სპორტსმენი ვყოფილიყავი, არაფერს არ მაკლებდნენ, თუმცა ფუფუნებაში გაზრდილი არ ვარ“ - ოთარ კაკაბაძე

⭕„გიოს და კვარას ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება“ - შოთა არველაძე

⭕„წყენის პატიება მიჭირს და ბევრ ემოციასაც ვერ გამოვხატავ“ - რა მოსწონს საკუთარ თავში და რას გამოასწორებდა საკუთარი თვისებებიდან?

წყარო: newshub.ge