Digest Logo

სოფო შევარდნაძე პირველ შვილს ელოდება

1613925951
სოფიკო შევარდნაძე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი, 42 წლის სოფო შევარდნაძე პირველ შვილს ელოდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა „სპლეტნიკ რუ“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს ახალი ამბავი სოფო შევარდნაძემ Clubhouse-ის მოდურ დანართში საუბრისას გაამხილა, სადაც სტუმრები ბავშვთა აღზრდის თემაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.

ცნობილ ტელეწამყვანს თავისი პირადი ცხოვრების აფიშირება არ უყვარს, ამიტომ სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი. ამის შესახებ მას ჯერ თავის ინსტაგრამზეც არ დაუწერია.

სოფო შევარდნაძეს სხვადასხვა დროს სხვადასხვა მამაკაცთან რომანს მიაწერდნენ, მათ შორის, მსახიობ ალექსეი ჩადოვთან, თუმცა ოფიციალურ ქორწინებაში არასდროს ყოფილა. იგი 21 წლის ასაკში აპირებდა გათხოვებას, თუმცა შემდეგ ნიშნობა გააუქმა.

ერთ-ერთ ინტერვიუში ტელეწამყვანმა აღიარა, რომ უჭირს მისთვის შესაფერისი მეორე ნახევრის მოძებნა, როდესაც თვალწინ ჰყავს 2 ისეთი იდეალური მამაკაცი, როგორებიც პაპამისი და მამამისი არიან.

სოფო შევარდნაძე მოსკოვში ცხოვრობს, სადაც წარმატებული კარიერა აქვს, როგორც ჟურნალისტს და ტელეწამყვანს.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

სექსუალური შევიწროვება და პარიზული ვოიაჟები - როგორ ცხოვრობს შევარდნაძის ოჯახი დღეს

უზარმაზარი სახლი, დეპრესია, მეუღლე - გვანცა დარასელიას პირადი

ყალბი ვიზის დამზადების საქმე, რომანები და სხვა სკანდალები ნოე სულაბერიძეზე

წყარო: www.spletnik.ru