ქართველი მსახიობი, რეჟისორი, სპორტსმენი და ყოფილი პარლამენტარი სოსო ჯაჭვლიანი თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნდა - ამის შესახებ „დაიჯესტს“ მისმა უახლოესმა მეგობარმა, პოლიტიკოსმა, მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრმა, დავით ლორთქიფანიძემ განუცხადა.
მისი თქმით, მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მკურნალობა დადებით დინამიკაში მიმდინარეობს და სახეზეა წონის მატებაც.
„ერთი კვირაა, რაც სოსო ჯაჭვლიანი თურქეთიდან დაბრუნდა, მან იქ გაიკეთა 3 გადასხმა, დანარჩენი ორი კი საქართველოში წამოიღო და აქ განაგრძობს მკურნალობას, ვინაიდან, მოგეხსენებათ, საზღვარგარეთ მკურნალობა სერიოზულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ექიმების თქმით, მდგომარეობა დადებითად ვითარდება, აგვისტოს ბოლოს სოსო კვალავ გაემგზავრება თურქეთში კონტროლის მიზნით, ამ ეტაპზე კი სამშობლოში რჩება, ასევე სასიამოვნო სიახლეა ის, რომ მან დაიწყო წონაში მომატება“, - აცხადებს დათო ლორთქიფანიძე.
ცნობისთვის, სამი წლის წინ სოსო ჯაჭვლიანს კუჭის სიმსივნე ჰქონდა და ოპერაცია გერმანიაში გაიკეთა. ახლა კი სიმსივნე ღვიძლზე აღმოაჩნდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ინფორმაცია მათთვის, ვისაც ალერგია აწუხებს
🔵„მომრავლდა ბავშვების რაოდენობა, რომელთაც აქვთ შეცვლილი გემოვნება“ - თამარ გაგოშიძე
🔵„დღეს, 1 აგვისტოს სავსე მთვარეა მერწყულში - ეს იმ მაღვიძარას ჰგავს, რომელიც ტკბილად ჩაძინებულს თავისი მჭექარე ზარით გვაფხიზლებს ხოლმე“ - ასტროლოგი