Digest Logo

🎥 „სოციალური ქსელის პაროლები იცის მეუღლემ და მეც ვიცი მისი, ჩემი „ფეის აიდიც“ დაყენებულია ქმრის ტელეფონში“ - ანასტასია ბენდუქიძე

1791388500
ანასტასია ბენდუქიძე

ტელეწამყვანი ანასტასია ბენდუქიძე საქართველოში ბევრისთვის საყვარელი პერსონაა, იგი მამის, კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ თავად ჩაუდგა სათავეში ოჯახურ ბიზნესს. ანასტასიას ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. იგი აქტიურად არის ჩართული სატელევიზიო პროექტებში.

ტელეწამყვანი „იუთუბის“ არხზე გადაცემა Speakeasy-ის სტუმარი იყო, სადაც მან მეუღლესთან ურთიერთობაზე ისაუბრა:

„ცოტა წიკიანი ვარ, თუ თავში მომივა, რომ ეს ასეა საჭირო, ვეღარ მოვიშორებ. თუ ჭურჭელს ვრეცხავ და ბოთლზე აღმოვაჩინე დაკრული სტიკერი, თავს მოვიკლავ, რომ მოვაშორო. რადგან ჩემმა მეუღლემ ეს ამბავი უკვე იცის, მოვა და მეუბნება, ეს ახლა საერთოდ არ არის საჭირო, შენ ბევრ დროს ხარჯავ, დატოვე.

ეს არ არის ჯანსაღი. 

ჩვევების მოშორებამ უკეთესობისკენ წამიყვანა. ცხოვრება არასდროს გექნება იგივე, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გაიგო და არ უნდა ეცადო, წინა ცხოვრება დაიბრუნო.

ყველანაირი შეცდომა გაკვეთილია.

ჩემი სოციალური ქსელის პაროლები იცის მეუღლემ და მეც ვიცი მისი, მაგრამ არასდროს წამიკითხავს არაფერი. ჩემმა მეგობარმა დიდი ხნის წინ მითხრა, არასდროს ეძებო ის, რაც არ გინდა წაიკითხო. მე მაქვს ნდობა ჩემი მეუღლის, მაგრამ არ უნდა ვეძებო ის, რაც არ მესიამოვნება. ჩემი „ფეის აიდიც“ დაყენებულია ჩემი ქმრის ტელეფონზე“, - ამბობს ანასტასია ბენდუქიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია

⭕მნიშვნელოვანი ასტროლოგიური ტრანზიტი: რას მოუტანს მერკურისა და ვენერას შეერთება ზოდიაქოს 12 ნიშანს? ქეთევან ჯანდიერის ასტროპროგნოზი

🎥 „კახა ერთდროულად მკაცრიც იყო და უცნაურიც, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ხაზით იყო ჩემს ცხოვრებაში“ - ანასტასია ბენდუქიძე მამაზე

✕