Digest Logo

🎥 „სოცქსელებში ხშირად მიწერენ: „ჩონჩხს დაემსგავსეო“...ზოგჯერ საუზმის, სადილისა და ვახშმის მომზადების პროცესში დასვენებისთვის დრო არ მრჩება“ - გვანცა დარასელია ცხოვრების ჯანსაღ წესზე

1762501528
გვანცა დარასელია

მოდელი, ჟურნალისტი და ტელეწამყვანი გვანცა დარასელია რამდენიმე წელია ტელევიზიიდან წავიდა. ეს პერიოდი მან ოჯახისა და ოჯახურ ბიზნესზე სამუშაოდ გამოიყენა. ახლა კი ტელეწამყვანი „იუთუბიზე“ დაბრუნდა, სადაც საკუთარი პოდკასტი აქვს და საზოგადოებას საინტერესო და სასარგებლო რჩევებს უზიარებს. 

ამჯერად იგი სტუმრად „იუთბის“ არხზე გადაცემაში „კოტქასთი“ იმყოფებოდა, სადაც ჯანსაღი ცხოვრების წესზე ისაუბრა:

„დედა ვარ და ჩემი შვილების ჯანსაღი კვება ჩემი პასუხისმგებლობაა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მეც ძალიან ვცდილობ, ძირითადი პრინციპები ჯანსაღი ცხოვრების წესი დავიცვა. ასევე ჩემთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ძილი - რადგან თუ კარგად მძინავს, მხოლოდ მაშინ ვფუნქციონირებ სწორად. მაქსიმალურად უნდა გავთავისუფლდე სტრესისგან. ყოფილა მომენტები, როცა სტრესს ჩემზე ძალიან უმოქმედია.

ასევე კვებას აქვს დიდი მნიშვნელობა. 36 წლის ვარ და შეიცვალა ჩემი მეტაბოლიზმი - პატარა რომ ვიყავი, ბევრად უკეთ მუშაობდა ჩემი კუჭ-ნაწლავი. ადრე მიყვარდა ღამით ჭამა, შესაძლოა, მომემზადებინა კიდეც რაღაც. ახლა ამას ვეღარ ვაკეთებ, რადგან ძალიან მამძიმებს. ვცდილობ, ფიზიკურად აქტიური ვიყო. პილატესი არის ის, რასაც ვაკეთებ და მომწონს, თუმცა ახლა მაქვს პაუზა, რადგან წელი და კისერი მტკივა.

თუ ისე მოხდა, რომ მთელი დღე სახლში ვარ, ვცდილობ ყველაფერი თავად მოვამზადო ჯანსაღად. ასევე ვცდილობ, პროდუქტებიც სწორად შევუსაბამო ერთმანეთს. ბავშვები ყველაფერს არ ჭამენ, ამიტომ მათ გემოვნებასაც უნდა მოვერგო ხოლმე. ძალიან მიყვარს, როცა საუზმეს გემრიელად მივირთმევ, თუმცა საუზმის, სადილისა და ვახშმის მომზადების პროცესში შუალედი დასვენებისთვის არ მრჩება. ხანდახან ძალიან ვიღლები და ვაცხადებ, რომ ახლა ვახშამია და მერე სამზარეულო იკეტება. მომწონს ჩემი მომზადებული საკვები და მწყინს, როცა იწუნებენ.

ხუთი ყველაზე მავნე პროდუქტი, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად მოიხმარება და ჩემთვის მიუღებელია, არის: კეტჩუპი, შებოლილი პროდუქტები და ძეხვეული, შაქრიანი და გაზირებული სასმელები, დიდი რაოდენობით ცხიმი, რაფინირებულ ზეთში შემწვარი პროდუქტები და ტკბილეული.

ხუთი პროდუქტი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს მაცივარში, არის: ხილი, ბოსტნეული, ყველი, მაწონი, ავოკადო და კვერცხი.

სხეულის მასის ინდექსის გასასწორებლად რამდენიმე კილოგრამი მაკლია, თუმცა ეს მე არ მაწუხებს. სოციალურ ქსელებში ხშირად მწერენ: „ჩონჩხს დაემსგავსე“, ან თუ ვინმე მხვდება, მეუბნება: „ვაიმე, როგორ გახდი!“ თუმცა ეს ყველაფერი უკვე ჩემზე აღარ მოქმედებს. ყველაზე მეტად, რაშიც მიშლის ხელს ჩემი სიგამხდრე, არის ტანსაცმელი“, - ჰყვება გვანცა დარასელია.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „უნდა იყოთ ფრთხილად, რადგან შესაძლოა, ძველმა ინტიმურმა პარტნიორმა გაგიხსენოთ...“ - ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

🎥 „ახალ საქმეებს თავი უნდა დავანებოთ... ჩავხედოთ წარსულს“ - მიხეილ ცაგარელი მერკურის რეტროგრადულობაზე

⭕„იმდენი მეძახეს დედალი შრეკი, სანამ არ გავბოროტდი... კიდე გამაკრიტიკეთ ხოლმე, დადებითად მოქმედებს“ - რას წერს ნინი შერმადინი