
სომხეთ-საქართველოს საკვანძო მატჩამდე 10 დღე დარჩა. შეხვედრა 20 მარტს ერევანში გაიმართება. დღეს, 11 მარტს გაირკვა, რომ გასვლით მატჩზე ქართველებისთვის განკუთვნილი ტრიბუნების ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. ეს სომეხი გულშემატკივრების შეშფოთებას იწვევს, რადგან ისინი მატჩის ბილეთებს დღემდე ვერ ყიდულობენ – ამის შესახებ გამოცემა „სპორტარანი“ წერს.
„სომხეთში ბილეთების გაყიდვის დაწყების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის მიუხედავად, საქართველოში გულშემატკივრებმა უკვე შეიძინეს სტუმართა სექტორისთვის ხელმისაწვდომი ყველა ბილეთი. ეს იმას ნიშნავს, რომ ტრიბუნებზე ქართველი გულშემატკივრების მნიშვნელოვანი რაოდენობა იქნება, რომლებიც თავიანთ გუნდს აქტიურად დაუჭერენ მხარს. ამასთან, სომეხი გულშემატკივრები, მათ შორის FAF Ultras-ის გულშემატკივართა ჯგუფი კვლავ ბილეთების გარეშე რჩებიან.
FAF Ultras-ი აღნიშნავს, რომ მათ არ მისცეს ბილეთები, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. ამ მხრივ, არსებობს იმის რისკი, რომ სომხეთის ნაკრები ტრიბუნაზე სათანადო მხარდაჭერის გარეშე დარჩეს. თუ ბილეთები გაყიდვაში ბოლო წუთს გამოვა, ამან შეიძლება გაართულოს ბილეთების შეძენა.
საქმე ისაა, რომ სომხეთი-საქართველოს მატჩზე მაყურებელთა რაოდენობაზე შეზღუდვები იქნება, რადგან 2024 წლის 14 ნოემბერს ერთა ლიგაზე ფარერის კუნძულებთან (0:1) მატჩის შემდეგ სომხეთის ფედერაცია უეფა-მ დასაჯა:
ესაა ჯარიმა 20 000 ევროს ოდენობით და ტრიბუნების ნაწილის დახურვით (მინუს 500 ადგილი); აკრძალული ბანერების გამოტანისთვის ჯარიმა 17500 ევროს ოდენობით; გამოსაცდელი ვადა 2 წელი.
სომხეთში ბილეთების გაყიდვის დაწყების შეფერხების ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, სწორედ ეს იყო. თუმცა, სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს, რაც გულშემატკივრებში კითხვებს აჩენს.
ამ დროისთვის, არსებობს რამდენიმე შესაძლო სცენარი: სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ ბილეთების გაყიდვა უახლოეს დღეებში დაიწყოს, მაგრამ გულშემატკივრები შიშობენ, რომ ეს ბოლო მომენტში მოხდება.
არის სუსტი მხარდაჭერის რისკი – თუ ბილეთების გაყიდვა შეფერხდა, ორგანიზებულმა ქართველმა გულშემატკივრებმა, შეიძლება, ტრიბუნაზე შექმნან სტუმრებისთვის სასურველი დომინირებული ატმოსფერო. მდგომარეობა გაურკვეველი რჩება. სომხეთის ნაკრების გულშემატკივრები სომხეთის ფეხბურთის ფედერაციისგან ოფიციალურ განცხადებებს ელოდებიან, რადგან მატჩამდე ძალიან ცოტა დრო რჩება“, – წერს „სპორტ არანი“.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „წადით რა ჩემი სთორებიდან...“ - რამ გააღიზიანა ინდირა ჯგერნაია?
🎥 „ბომბი დავამაგრე მანქანაზე...“ - გაიცანით, ერთადერთი სასწრაფოს მძღოლი ქალი, რომელიც ასევე ბაიკერია
🎥 „ვულგარული ქალები არ მომწონს ზედმეტად რომ ცდილობს წარმოჩენას…“ - როგორი ქალები მოსწონს ბორის ბედია
წყარო: 1tv.ge