Digest Logo

🎥 „ვუყურებთ მარცხენა თვალში, მერე მარჯვენაში, შემდეგ ტუჩებზე...“ - მარიამ ციმინტია მანიპულაციის მეთოდზე, რითაც ნებისმიერ კაცს მოხიბლავთ

1747827228
მარიამ ციმინტია

ექსტრასენსი, ეზოტერიკოსი, ნათელმხილველი მარიამ ციმინტია საზოგადოებისთვის თავისი ზებუნებრივი ძალებით ძალიან კარგადაა ცნობილი.

იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ბევრი გამომწერი ადევნებს თვალს.

ამჯერად, მარიამ ციმინტია გადაცემის „პოსტ ალიონი“ სტუმარი იყო, სადაც კაცის მოხიბვლის მანიპულაციებზე ისაუბრა:

„ამ სამყაროს ვჩუქნით ადამიანებს, გვაქვს უსაზღვრო ენერგია და პოტენციალი. ეზოტერიკის თვალსაზრისითაც, ქალებს გვაქვს უფრო მეტი შანსი შეგრძნებების, ინტუიციის. ჩვენი ტვინი 360 გრადუსით ტრიალებს, შეგვიძლია სხვა რამეზე ვიფიქროთ, პარალელურად ვისაუბროთ, მოვემზადოთ, ბავშვებს მოვუაროთ და ვიგრძნოთ ის, რაც მომავალში იქნება. 

მე მიყვარს ქალის ენერგია, ამ ბოლო დროს სამწუხაროდ გვაქვს დაკარგული, რადგან გვიწევს იმ საქმის გაკეთება, რაც კაცს ეკუთვნის. რატომ მოხდა ეს? ეს სხვა საკითხია. ამ ბოლო დროს მეუბნებიან ასეთი ძლიერი ხარო და ამაზე ნერვები მეშლება. იძულებული გავხდი ასეთი გავმხდარიყავი, არადა ფაფუკი და ემოციური ფონი მაქვს. ქალებს ხშირად გვიწევს მზის ენერგიის მორგება. 

ყველა ქალს შეუძლია მოხიბლოს ნებისმიერი კაცი თუ აქვს სწორი აზროვნება, შეუძლია ენერგიის სწორად გაშვება და მოჯადოვება. არსებობს ენერგო მანიპულაციები, რაც ჯადოქრებმა ვიცით. თუ გაქვთ ისეთი მომენტი, რომ კაცს ესაუბრებით, ჯერ საუბრის დროს ვუყურებთ მარცხენა თვალში, მერე მარჯვენაში, მერე ტუჩებზე და ბოლოს ისევ მარცხენა თვალში, უნდა შევქმნათ სამკუთხედი და ეს არის ძალიან დიდი მანიპულაცია. ამის შემდეგ დაინტერესება ხდება კაცის და იხიბლება თქვენით“, - ამბობს მარიამ ციმინტია.

ასევე დაგაინტერესებთ:

„საკმარისია ერთი დაუცველი ძაღლი, რომ მთელი სოფელი აღმოჩნდეს რისკის ქვეშ... ყველა პატრონმა უნდა აცრას თავისი ცხოველი“ - გიორგი ფხაკაძე დედოფლისწყაროში ცოფის შემთხვევას ეხმაურება

🎥 „მეშვიდე დღეც მიილია ჩემო ცხოვრება, ვეძებ შენს თვალებს, შენს მკლავებს, შენს თბილ სიტყვებს...“ - მტკვარში დაკარგულ ბიჭს კვლავ ეძებენ

„მე და ჩემი ტყუპისცალი ერთად ვამთავრებთ და როცა ბავშვობის გზას ბოლო წერტილს ვუსვამთ, ერთი ჩვენგანი მიწაზე დგას, მეორე - ცაზე მიჰყვება იმავე გზას“ - ნია მიქელაძის ემოციური პოსტი