
სტამბოლში, ქართველ კაცს ლევან დრეიძეს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგული 1 თვეა ოჯახთან კონტაქტზე არ გასულა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფეისბუკ მომხმარებელი ხათუნა კაპიაშვილი ავრცელებს.
„ვეძებ ლევან დრეიძეს, რომელიც იმყოფება სტამბოლში.
ერთი თვეა არ გამოსულა კონტაქტზე ოჯახის წევრებთან. თუ გინახავთ სადმე, ან იცით რაიმე ამ ადამიანის შესახებ გთხოვთ, მომწეროთ.
მადლობა წინასწარ“, - წერს ხათუნა კაპიაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ ვაქციოთ მარცხი წარმატებად - კითხვები, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ
⭕„უხდება, ბავშვურია და საყვარელი“ - ბაბი კირკიტაძის ახალმა იმიჯმა საზოგადოება აალაპარაკა