
თელავის თეატრის მსახიობი ვანო იანტბელიძე, რომელიც საპატიო ჯილდოს - მეფე ერეკლე მეორის სამეფო ორდენის მფლობელია, გადაცემის „სიცრუის დეტექტორი“ სტუმარი იყო, სადაც მან პროფესიაზე, პირად ცხოვრებასა და სირთულეებზე ისაუბრა.
როგორც მისი საუბრით ირკვევა, გარდაცვლილი დედის პანაშვიდიდან მას სპექტაკლის სათამაშოდ მოუწია წასვლა:
„ვიდექი სცენაზე და ვიღაცები დარბიან, მეძახიან. გავედი და მეუბნებიან, ჩქარა, დედაშენს მიუსწარი ტელეფონზეო.
რეკავს მეზობელი სლუკუნით, „ჩქარა, ჩამოასწარიო“.
ორ საათში სამტრედიაში ვიყავი და რომ დავინახე ეზოში ხალხი, ჭიშკარი გაღებული იყო, მივხვდი. ბოლომდე არ მეგონა, რომ დედაჩემი იყო, რადგან ავად სულ მამაჩემი იყო.
31 წლის ვიყავი მაშინ, საღ-სალამათი დედა გარდამეცვალა.
„გრიბოედოვის“ თეატრში გვქონდა სპექტაკლი, ვიფიქრე, ხორავას შვილი ჰყავდა მკვდარი და თამაშობდა, წიკლაურსაც და სახლში არაფერი მითქვამს, წამოვედი.
სცენაზე ფეხი რომ შევდგი, აინთო შუქი და 15 წუთიანი ტაში იყო, ეს დედაჩემის პატივსაცემად იყო“, - იხსენებს ვანო იანტბელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
როგორ აღმოჩნდა ვანო იანტბელიძე რეპეტიციიდან პირდაპირ ომში, სადაც სოხუმის დაცემის მოწმე გახდა