მარიკო ებრალიძე წლების წინ ერთ-ერთი მუსიკალური გადაცემით საზოგადოებამ გაიცნო და მისი ხმის ტემბრი მალევე შეიყვარა. იგი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
ამჯერად მომღერალი სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც საახალწლო სამზადისზე ისაუბრა:
„განწყობა მაქვს საახალწლო, ვგიჟდები ახალ წელზე. საახალწლო სიბრჭყვიალე და სიბრჭყვიალე ძალიან მიყვარს. სახლი მორთულია, ნაძვის ხე ჯერ არ არის მორთული. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ერთ დღეში ვერაფერს ვასწრებთ.
საცივი ჩემი საქმე არ არის. ამის სპეციალისტი დედა იყო, სანამ გავთხოვდებოდი, შემდეგ ჩემი დედამთილი და ახლა უკვე მეუღლე. მიყურა და მიხვდა, რომ ამისგან არაფერი გამოვაო, ამიტომ დაიწყო თავად მომზადება. სულ მეუბნება, რომ დრო მოვიტოვო და გოზინაყი გავაკეთო. გოზინაყი კარგი გამომდის. ყველაზე რთული საქმე მე ჩამაბარეს. ჩემ მეუღლეს თევზი კარგად გამოსდის.
ნაძვის ხეს ბარბარობისთვის ავაწყობ. ძალიან მიყვარს ეს დღესასწაული. მეკვლეობის მჯერა. ვხვდებით სრული ბედნიერებით, არ ვჩხუბობთ და სკანდალებს არ ვაწყობთ. ეს ყველაფერი გადავიდა ჩვევაში. უნდა იყოს ფოიერვერკი სახლში. ბავშვი უკვე წერს თოვლის ბაბუას წერილებს.
ერთხელ, კონცერტის ნაცვლად სამშობიაროში წავედი. გარე კონცერტზე უარი ვთქვი. ერთ-ერთ რესტორანში უნდა მემღერა და მელოდებოდნენ ბოლო წუთამდე, მაგრამ დილიდან ვამჩნევდი, რომ რაღაც „ვერ იყო კარგად“. 6-ის წუთებზე დაიბადა დანიელი“, - ჰყვება მარიკო ებრალიძე.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„უმშვენიერესი ხარ“ - ეკა კახიანის ახალი ფოტოები სოცქსელს იპყრობს
⭕კახა კალაძე მერაბ დვალიშვილს: წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გელოდება