
27 იანვარს მზია კვირიკაშვილი დაიბადა.
„თქვენ იცით, რომ ცხოვრებაში იუმორისტები ყველაზე მოწყენილი ადამიანები არიან – მოწყენილი არლეკინები?! ჩვენ გულში იმდენი ადამიანური ტკივილი გვაქვს! მაგრამ… ფარდის უკან ცრემლს მოიწმენდ და სცენაზე მანათობელი ღიმილით გამოდიხარ, დარბაზს აიძულებ, რომ გაიცინონ. ჯერ კიდევ ჩაპლინი ამბობდა, ადამიანების გაცინება გაცილებით ძნელია, ვიდრე ატირება!“, – ეს სიტყვები “სიცილის დედოფალს” მზია კვირიკაშვილს ეკუთვნის.
15 წელი გადის, რაც იუმორისტი მზია კვირიკაშვილი გარდაიცვალა. იგი საქართველოში ერთადერთია, ვისაც ქართველებმა „სიცილის დედოფლის“ წოდება მიანიჭეს...
იგი 2010 წლის 28 ივლისს გარდაიცვალა, მას ღვიძლის სიმსივნე ჰქონდა.
სიცოცხლით სავსე, ნიჭიერი, მხიარული და ენაკვიმატი ქალბატონი, მართალია ქართველი იუმორისტების რიგს უდროოდ გამოაკლდა, თუმცა მისი დავიწყება შეუძლებელია...
მეგობრები „პოსტ ალიონის“ ეთერში მზია კვირიკაშვილს იხსენებენ.
„ყველა დროს და ეპოქას ჰყავს თავისი გამორჩეული ადამიანები, იმ დრომ კი შვა მზიასნაირი ადამიანი. ეს ჟანრი უკვე საქართველოში კვდება და მზია დარჩება განუმეორებელ ძეგლად და სიცილის დედოფლად. მას უნდოდა მომღერლობა, მაგრამ დაიწუნეს, თუმცა ეს ყველაფერი მის საქმეში გამოადგა“, - ამბობს ბიძინა მახარაძე.
უნიჭიერეს მსახიობს იხსენებს მერაბ გეგჭკორიც.
„მიუხედავად ჩვენი ასაკობრივი სხვაობისა მე და ქალბატონი მზია მეგობრები ვიყავით. სულ ამბობდა ნინოობას ვარ დაბადებული და მზია მქვიაო, ალბათ შაბათობას რომ დავბადებულიყავი უშაბათოს დამარქმევდენო.
პირადი ცხოვრება ვერ ააწყო, არც ისე იოლი ცხოვრება ჰქონდა“, - ამბობს მერაბ გეგჭკორი.
უფრო ვრცლად, ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„როგორ უხდებით ერთმანეთს“ - მარიამ ელიეშვილი მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს
🎥 „ახლა სიყვარულის დროა, არ გაჩერდეთ სახლში“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარლისაგან