Digest Logo

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ფესტივალი „გალობის მერცხლები“ გაიხსნა

1746900390
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ფესტივალი „გალობის მერცხლები" გაიხსნა

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ფესტივალი „გალობის მერცხლები" გაიხსნა.

სალოტბარო სკოლების ფესტივალში წელს უპრეცედენტო რაოდენობის - 1000მდე მოსწავლე მონაწილეობს.

პროექტი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

სვეტიცხოველში აღმოსავლეთ საქართველოს სალოტბარო სკოლის მოსწავლეები შეიკრიბნენ და აღდგომის დღესასწაულის საგალობლები შეასრულეს.

ღონისძიების შემდეგ, მონაწილეებმა ცნობილი ლოტბარის და მგალობლის ლია სალაყაიას ხსოვნას მიაგეს პატივი, რომელიც სამთავროს მონასტერშია დაკრძალული.

ფესტივალის მეორე ეტაპი 12 - 13 მაისს ბაგრატის საკათედრო ტაძარში გაიმართება, სადაც დასავლეთ საქართველოს სალოტბარო სკოლები შეიკრიბებიან.

„გალობის მერცხლები“ გასულ წელს დაფუძნდა და მიზნად ისახავს სალოტბარო სკოლის მოსწავლეების მიერ ქართული ტრადიციული გალობის გაცოცხლებას ტაძრებში ღვთისმსახურებისას.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕წავიდა ცისარტყელაზე - რატომ მოიხსენებენ ასე ცხოველის სიკვდილს?

🎥 „ვიხილეთ წარმოუდგენელი ღვთის გმობა...ეს ისეთი შემთხვევაა სიტყვები ვერ ვიპოვე...“ - მამა საბა ჭიკაიძე დათა თავაძის სპექტაკლზე

🎥 „ვფიქრობ საიდან ამაგდეს...ირაკლის უარი ვუთხარი თავიდან...“ - იმერ და ირაკლი კავსაძეები პროექტ „მიმღერეზე“