Digest Logo

თამარ მემანიშვილი - „ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აპრილის დასაწყისში გაიხსნება და ერთი თვე გაგრძელდება“

1774367627
თამარ მემანიშვილი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „შუადღე“ 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და რეგისტრაციის ვადებზე ისაუბრა.

თამარ მემანიშვილის თქმით, რეგისტრაცია, რომელიც აბიტურიენტებისთვის აპრილის თვეში გაიხსნება, ერთი თვე გაგრძელდება. გასათვალისწინებელია, რომ აბიტურიენტმა საგამოცდო საგნებისა და პროგრამების არჩევანიც ამ პერიოდში უნდა გააკეთოს. თუმცა პროგრამების პრიორიტეტების ცვლილებას, დამატებას ან წაშლას შემდგომ პერიოდშიც განახორციელებს.

„აბიტურიენტს ერთი თვე აქვს განსაზღვრული იმისათვის, რომ შესაბამისი საგნები და პროგრამები აირჩიოს. პროგრამების ცვლილებას რაც შეეხება, მას ამის შესაძლებლობა აქვს რამდენიმე თვის განმავლობაში, მაშინაც კი, როდესაც გამოცდები უკვე დასრულდება. კერძოდ, აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე აბიტურიენტს შეუძლია პროგრამების შეცვლა, დამატება ან წაშლა“, - განაცხადა თამარ მემანიშვილმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, გამოცდები კვლავ ივლისის თვეში ჩატარდება, შედეგები კი გასული წლების მსგავსად, აგვისტოს ბოლოს გამოქვეყნდება.

დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჯერ კიდევ თოვს და ჯერ კიდევ სეზონია“ - თიკა ფაცაცია გუდაურიდან ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

🎥 გამოიყენე შენი ზოდიაქოს ენერგია - რა რჩევას გვიზიარებს თაკო მელიქიშვილი

⭕ ვარსკვლავის სტატუსი ბავშვობიდან, სუროგაციით გაჩენილი 4 შვილი, სექსუალურ ძალადობაში ბრალდება - ცოტა რამ რიკი მარტინზე