Digest Logo

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

1714152513
ტატო გრიგალაშვილი

ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს იპონით სძლია და ევროპის პირველობა კარიერაში მესამედ მოიგო.

ცოტა ხნით ადრე ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში მოლდაველი ადილ ოსმანოვი დამატებით დროში დაამარცხა.

დღეს კიდევ ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა იჭიდავა. გიორგი ჩიხელიძე (73 კგ), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ), მარიამ ჭანტურია და ნინო გულბანი (ორივე – 70 კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, გუშინ, 25 აპრილს ოქროს მედლის მფლობელი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედალი კი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოიპოვა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც თუ დაშორდებიან, აღარ უნდა შერიგდნენ