მთელი მსოფლიო გასახდომი ინექციების ბუმმა მოიცვა, ეს 21-ე საუკუნის სამედიცინო რევოლუციაა, სადაც წონის დაკლება ვარჯიშისა და მკაცრი დიეტების გარეშე გახდა შესაძლებელი. ერთის მხრივ, ეს არის თანამედროვე მედიცინის გარღვევა, რამაც ათასობით ადამიანს ოცნება აუსრულა, მაგრამ მეორე მხრივ, არიან დაზარალებულები, რომლებსაც ჯანმრთელობის მძიმე ფასი გადაიხადეს.
სად გადის ზღვარი ესთეტიკურ ოცნებასა და რეალურ საფრთხეს შორის? - აღნიშნულ თემაზე „პრაიმშოუში“ იმსჯელეს:
„ზოგადად, მედიკამენტების მიმართ ცუდი დამოკიდებულება მაქვს. ვცდილობ, ჩემი შვილებიც არ იყვნენ დამოკიდებული მედიკამენტებზე.
მართალია, ბევრი ექიმი საუბრობს ინექციების დაცულობაზე, მაგრამ მე მაინც არ მჯერა. თავის ტკივილის უმსუბუქეს წამალსაც აქვს გვერდითი მოვლენა, არ მინდა ჩემს თავზე დავტესტო.
ჩემთვის პრიორიტეტი არის ის შეგრძნება, რაც ახლა მაქვს, ვუბრუნდები ჩემს თავს, ჩემი შვილების გასეირნება შემიძლია“, - ამბობს ნანუკა გულუა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ძალიან მინდოდა დედასთან და მამასთან ცხოვრება...“ - რას ჰყვება თამო ვაშალომიძე