
მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა გადაცემაში „პრაიმშოუ“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც ბავშვებში გაჯეტებზე დამოკიდებულებაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მაქსიმალურად ერიდება შვილები ინტერნეტსივრცეში ჩართოს:
„თავს გავიმართლებ, მშობლის ამპლუაში პირველად ვსაუბრობ. მე ვარ ხანდაზმული მშობელი, შესაბამისად ხუთოსნურად ვეკიდები ბავშვის აღზრდას. ჩემი პედიატრი არის ჩემი მენტორი. ძალიან მინდა რომ სწორად აღვზარდო ბავშვები. მე საკუთარ თავს ვუწესებ ბევრ აკრძალვას, რადგან შემდეგ ჩემი თავი არ დავადანაშაულო.
2,5 წლის ასაკში ჩემი შვილი გამართულად საუბრობს ქართულ ენაზე. ყველა ბავშვს განვითარებაზე ეტყობა, რომ ის არის გაჯეტებისგან შორს. მგონია რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებ. არც ერთი გმირი ბავშვმა არ იცის. მის თანატოლ ბავშვებში ნინასავით განვითარებული არის ძალიან ცოტა. ძალიან რთულია ამ ყველაფრის გარეშე, თუმცა მეც შევეჩვიე ამ რუტინას უკვე“, - ჰყვება ნანუკა გულუა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „მთელი ჩვენი საგვარეულოს და ოჯახის დიდი სიმდიდრეა...“- გაიცანით ლაშა დვალიშვილის 97 წლის ბაბუა