Digest Logo

თბილისის „გრანდ-სლემზე“ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ასპარეზობა ცხრა მედლით დაასრულა

1742792351
ძიუდოისტთა ნაკრები

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „გრანდ სლემი” გაიმართა. ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ცხრა მედალი: ორი ოქრო, ორი ვერცხლი, ხუთი ბრინჯაო მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

ტურნირის ბოლო საშეჯიბრებო დღის ასპარეზობებს საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი ესწრებოდა. თბილისის „გრანდ-სლემის” მესამე დღეს საქართველომ სამი მედალი მოიპოვა.

გურამ თუშიშვილი (+100კგ) ვიცე-ჩემპიონი გახდა, ბრინჯაოს მედლები კი გიორგი ჯაბნიაშვილმა (-90კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (+100კგ) მიიღეს. ტურნირის დასკვნით დღეს სპორტიდან გააცილეს წარმატებული ქართველი ძიუდოისტი, მსოფლიოსა და ევროპული თამაშების ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი.

თბილისის „გრანდ სლემზე“ ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) ოქროს მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა, ამავე წონაში ნინო ლოლაძემ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა, თემურ ნოზაძემ (-66 კგ) კი ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) ტურნირის ჩემპიონობა მესამედ იზეიმა, -81 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი ბეროშვილმა და ზაურ დვალაშვილმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕სომეხი ფანები: არ გვინდა თქვენი ბოდიშები, ერთად მოუხადეთ ბოდიში მხითარიანს და წადით!

🎥 „ფეხბურთზე ბებიამ შემიყვანა 10 წლის ასაკში, ჩემი ოჯახი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მე სპორტსმენი ვყოფილიყავი, არაფერს არ მაკლებდნენ, თუმცა ფუფუნებაში გაზრდილი არ ვარ“ - ოთარ კაკაბაძე

⭕„გიოს და კვარას ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება“ - შოთა არველაძე