Digest Logo

თბილისის მერია, დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე გასტრონომიულ ზონას მოაწყობს

1716530758
 დამოუკიდებლობის დღე

თბილისის მერია, დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე გასტრონომიულ ზონას მოაწყობს. სტუმრებს აქ 10:00 საათიდან 22:00 საათამდე, სხვადასხვა სივრცე და თემატური აქტივობები დახვდებათ.

რუსთაველის გამზირზე, კერძოდ, არჩილ ჯორჯაძისა და ლადო გუდიაშვილის ქუჩების მიმდებარედ გაიმართება გასტრონომიული ფესტივალი, კულინარიული მასტერკლასები, სომელიეს მასტერკლასი ტრადიციული ღვინის სახეობებისა და კერძების თანხვედრის შესახებ, ასევე ელექტრონული მუსიკის ლაივ-შოუები.

მაყურებლის წინაშე 11:00-დან 22:00 საათამდე წარდგებიან DJ DONA, DJ KASHIA , DJ JASHKI, DJ JUKA, DJ ALEX და DJ GREKOFF.

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ სცენაზე 13:00-დან 16:30 საათამდე გაიმართება შეფების - თემო კარდენახიშვილის, სოსო ჯაბანაშვილის, ლუკა თოდუას და თორღვა გოგოჭურის, ასევე კონდიტერ თამუნა წიკლაურის კულინარიული მასტერკლასები.

17:00-დან 17:40 საათამდე გაიმართება სომელიეს მასტერკლასი - „ქართული ღვინის ისტორია და ტრადიციები“, რომელსაც სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ხეცურიანი და 2018 წლის საუკეთესო სომელიე თამაზ თამაზაშვილი გაუძღვებიან.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „როდესაც შენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ეს ყოვლად დაუშვებელი, მიუღებელი და დასაგმობია!“ - იუმორისტების ერთობლივი განცხადება

ხვიჩა კვარაცხელია ცოლთან ერთად ამალფის სანაპიროზე ისვენებს (ფოტოები)

გაფრთხილება! - 24 მაისიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება