Digest Logo

თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს 21-22 მარტს უფასოდ მოემსახურება

1773942796
ავტობუსი

თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი - ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს 21-22 მარტს უფასოდ მოემსახურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო.

ამავე კომისიის გადაწყვეტილებით, დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის. მგზავრებს, ასევე, უფასოდ მოემსახურება „საქართველოს რკინიგზა“.

დამატებითი რეისები შესრულდება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით.

კათოლიკოს-პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕თბილისის მეტრო სამი დღის განმავლობაში მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

🎥 რომელ საგალობელს უსმენდა ილია მეორე ბოლო დროს - რას იხსენებს პატრიარქის მგალობელი

🎥 პატრიარქის ნათლულები სამების ტაძრის მიმართულებით მსვლელობას მართავენ