Digest Logo

თბილისის ქუჩები, სადაც შუქი გაითიშება - ნახეთ ჩამონათვალი

1723840142
შუქი თელასი

„სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 19 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება“, - ინფორმაციას ამის შესახებ „თელასი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ილია ჭავჭავაძის  გამზირის (ნაწილობრივ), რამაზ ჩხიკვაძის, ლიზიკო ქავთარაძის, ბაზალეთის, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის და მირცხულავას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), პეკინის  გამზირის (ნაწილობრივ), საბურთალოს, უნივერსიტეტის, პეტრე ქავთარაძის, ოთარ ლორთქიფანიძის, პეტრიწის, თოფურიძე ვალენტინის, მუხრან მაჭავარიანის და ბახტრიონის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ),  ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), მერვე ლეგიონის დასახლების (ნაწილობრივ) და ნოე რამიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემს დაბადების დღეზე დამინახა პირველად და ასევე ჩემს დაბადების დღეზე დავიწერეთ ჯვარი...“ - როგორია ლუკა ლოჩოშვილის იტალიური კარიერა და პირადი ცხოვრება?

⭕„დაიმახსოვრეთ: ნებისმიერი ურთიერთობა, რომელიც მხოლოდ მიწიერ სიამოვნებაზე გადის დაცლილია სულიწმიდისგან“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე?

🎥 🎥 გაფრთხილება! სუსტი გულის ადამიანებმა არ უყუროთ - „აქ არავინ წუხს და არავინ ტირის...“ - სოსო ნებიერიძის შოკის მომგვრელი მოგზაურობა „სიკვდილის ქალაქ“ ვარანასში