Digest Logo

თბილისის სპორტის სასახლეში IFC-ის 23-ე ღონისძიება გაიმართა

1775396760
ღონისძიება გაიმართა

თბილისის სპორტის სასახლეში IFC-ის 23-ე ღონისძიება გაიმართა, სადაც MMA-ის გულშემატკივარმა 9 ბრძოლა იხილა. 18 სპორტსმენიდან გამარჯვებისთვის 7 ქართველი იბრძოდა, მათგან კი მხოლოდ ცოტნე სულთანიშვილი დამარცხდა, რომელმაც ქამრისთვის ბრძოლა 5-რაუნდიან დაპირისპირებაში ტაჯიკ მებრძოლთან დათმო. 9-დან 8 ბრძოლა პირველივე რაუნდში დასრულდა.

შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა ბექა ღვინიაშვილმა. ქართველმა ორგანიზაციაში მეორე ბრძოლა ჩაატარა და მოგებისთვის წუთზე ნაკლები დრო დასჭირდა. მან მეტოქეს საბმიშენით აჯობა.

საღამოს მთავარ დაპირისპირებაში UFC-ის პირველმა ქართველმა მებრძოლმა ლევან მაყაშვილმა ბრაზილიელ მეტოქეს საბმიშენით პირველივე რაუნდში სძლია. მან საქართველოში 14-წლიანი პაუზის შემდეგ იჩხუბა და ქამარი საქართველოში დატოვა. შთამბეჭდავი გამარჯვებები მოიპოვეს ლაშა მესხმა, გიორგი ეგნატაშვილმა, ნოდარ კუდუხაშვილმა და რაფაელ მოვსესიანმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერლიგის ახალ სეზონში თავისი პირველი გოლი გაიტანა

🎥 მოძებნე შენი ზოდიაქოს ნიშანი და გაიგე რა გელოდება აპრილში - რა რეკომენდაციას გვიზიარებს თაკო მელიქიშვილი

⭕„უფლის სიყვარულით ვიცხოვროთ...“ - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას ბზობის დღესასწაულს ულოცავს