Digest Logo

ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერლიგის ახალ სეზონში თავისი პირველი გოლი გაიტანა

1775395634
ვაკო ყაზაიშვილმა

ჩინეთის სუპერლიგის მეოთხე ტურში „შანდონ ტაიშანი“, სადაც ვაკო ყაზაიშვილი თამაშობს, „დალიან ინგბოსთან“ ანგარიშით 1:2 დამარცხდა, თუმცა, ქართველმა ფეხბურთელმა სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

ყაზაიშვილმა მეტოქის კარი 73-ე წუთზე, ეფექტური გოლით აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 33 წლის შემტევს მიმდინარე სეზონში 4 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ კი საგოლე პასი გააკეთა.

„შანდონ ტაიშანი“ უქულოდ მე-11 ადგილზეა, რადგან 6 ქულა დააკლეს, ამის მიუხედავად ის ხუთ გუნდს მაინც უსწრებს, რომლებიც ჯერ კიდევ მინუს ბალანსში არიან.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 მოძებნე შენი ზოდიაქოს ნიშანი და გაიგე რა გელოდება აპრილში - რა რეკომენდაციას გვიზიარებს თაკო მელიქიშვილი

⭕„უფლის სიყვარულით ვიცხოვროთ...“ - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას ბზობის დღესასწაულს ულოცავს

⭕Artmemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარისკენ მოგზაურობის ფოტოები გააზიარა