Digest Logo

თბილისში, ჭიჭინაძის ქუჩაზე მდებარე სასტუმროში ხანძარი იყო

1702963077
ხანძარიხანძარი

თბილისში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, სასტუმროს ერთ-ერთ სართულზე ცეცხლი გაჩნდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, პირველ სართულზე მდებარე საუნა სარემონტო იყო და არ ფუნქციონირებდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სტუმრების ევაკუაცია ოპერატიულად განხორციელდა. სასტუმროს მენეჯერის თქმით, ადმინისტრაციამ, უსაფრთხოების მიზნით, სტუმრები სხვა სასტუმროში გადაიყვანა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 10 ეკიპაჟი იყო მობილიზებული. ცეცხლი სასტუმროს სხვა სართულებზე არ გავრცელებულა და მალევე ჩააქრეს.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 თამუნა მუსერიძე BBC-ის 100 გავლენიანი ქალის სიაში - რა შეიცვალა მის ცხოვრებაში

🔵 თავგადასავლების შანსი და შესაძლებლობები სამყაროსაგან - როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

🔵 „ყურადღება! იძულებული ვარ სპეციალური განცხადება გავაკეთო“ - რას წერს შოთო სიხარულიძე