Digest Logo

„თბილისში დამანგრეველი მიწისძვრა არ იქნება! პატარა ბიძგები კი, მაგრამ 8-10 ბალი – არასდროს!“ - ლელა კაკულია

1675764745
ლელა კაკულია მიწისძვრაზე

წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოს დამანგრეველი მიწისძვრა არ ელოდება.

👉„მიწისძვრის ზუსტი დროის გამოთვლა შეუძლებელია“ - რას წერს ლევან ყურაშვილი?

მისივე ცნობით, შესაძლებელია ოყოს მცირედი ბიძგები, მაგრამ არა დამანგრეველი.

„თბილისში დამანგრეველი მიწისძვრა არ იქნება; პატარა ბიძგები კი, მაგრამ 8-10 ბალი – არასდროს!
წინასწარ არავის ძალუძს (არც აპარატურას) განსაზღვროს დრო და ადგილი მიწისძვრისა — ასეთი რამ არ არსებობს. მე კი მაქვს ასპროცენტიანი წინასწარი ხედვები, რომლებიც რეალურადაც სრულდება, მაგრამ დროს არ ვხედავ და არც ვასახელებ.
ეს არის დივერსია, მორალური ზემოქმედება, მასების ფსიქოზი. ჯერ იყო და აცხადებდნენ, რომ შენობაში ბომბია – ხან აქ, ხან იქ, მაგრამ მერე არენა ეცოტავათ და ფართო მასშტაბიანი ფსიქოლოგიური ზემოქმედება დაიწყეს.
ეს ბლეფია!
კიდევ ელოდეთ ცრუ ინფორმაციებს.

1999 წელი, 10 თებერვალი

როდესაც მიწისძვრას ვხედავდი, რა თქმა უნდა, თან ვწერდი და საშინელი სურათები მეხატებოდა. ვხედავი, ანძა როგორ გადმოვარდა. შიშით შევკივლე, მერე კი გავიხსენი ენერგიებით – უზარმაზარი, დიდი ენერგიის ნაკადი წამოვიდა კოსმიურ ველში, დავიწყეთ დაცვითი რკალის შეკვრა საქართველოს ირგვლივ. განსაკუთრებით თბილისი ჩავსვით დაცვით ჯვარში.

იწყება მიწისძვრაზე ლაპარაკი, მაგრამ არა ნგრევა, ვინაიდან ეს უარყოფითი ინფორმაცია გადავკეტე. მოვიდა სეტყვა და დახვდა… ქვა კი არა, კლდე!
შეიძლება ეს ინფორმაცია ბევრმა ვერ გააცნობიეროს, მაგრამ ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს — მე ჩემი მისია შევასრულე.

საერთოდ ასეთ თემაზე ლაპარაკი არ მიყვარს, განსაკუთრებით იმაზე, რაც კოსმოსს ეხება, მაგრამ იძულებული ვარ, ერთი პროცენტი მაინც ავხსნა და გადმოვცე, რათა საქართველო გადარჩეს ფსიქოლოგიურ დარტყმას.
ნგრევა კი არ იქნება. დიახ, ვხედავ, საქართველოში მიწისძვრა არ იქნება დამანგრეველი, დაიმახსოვრეთ!

2002 წელი, 17 მარტი

საქართველოში, კიდევ ვიმეორებ, არასდროს იქნება დამანგრეველი მიწისძვრა. ვხედავ მხოლოდ პატარ-პატარა ბიძგებს.

2011 წელი, 17 თებერვალი

ნუ შეგეშინდებათ, ქართველებო, მიწისძვრებისა. არის და იქნება პატარა რყევები, მაგრამ დამანგრეველი მიწისძვრა საქართველოს არ აწერია - ეს არასდროს მოხდება. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ“, - ვკითხულობთ პოსტში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„წავშალე პოსტი - სამწუხაროა რომ ძალიან კეთილი ნება და გულწრფელი ზრუნვა ასე გამიგეთ...“ - ალექსანდრა პაიჭაძე

🔵„...კახა ბენდუქიძემ მაშინ მითხრა, რომ ბიბლიოთეკის დირექტორის ადგილას ჩემი თავი შესთავაზა შესაბამის კომიტეტს. რავარია. 27 წლის ვიყავი...“ - გიორგი კეკელიძე

🔵„დღეს არ ვარგა ახალი ნაცნობობა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა“ - მიხეილ ცაგარელი