Digest Logo

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

1706982705
დაკავება - პატიმრობა

23 იანვარს, თბილისში კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა 3000-3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

თბილისი საქალაქო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

მანამდე, მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული. 

შეგახსენებთ, გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავას ბრალად ედებათ აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანება.

მანქანის შუშების ჩამტვრევის ფაქტზე, მათ 3-იდან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:  

⭕ 🎥 „13-14 ფრთხილად გავიაროთ... არაფერი ახალი, არაფერი სარისკო“ - როგორი თებერვალი ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს და რა უნდა გაითვალისწინონ? - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც პლანეტა ურანის კუროს ნიშანში გადასვლა გლობალურ ცვლილებებსა და ტრანსფორმაციას მოუტანს

⭕ „მთელი ცხოვრება ვამაყობდი, რომ ჩემს გარშემო იყვნენ ლამაზი გოგო-ბიჭები დახვეწილი გემოვნებით, მაგრამ დღეს რატომ შეგვჭამა გოიმობამ და უგემოვნებამ“ - რას წერს ზურა სიხარულიძე