Digest Logo

თბილისში მოკლული ბიზნესმენი ლევან კაჭარავაა

1656084996
ლევან კაჭარავა

დღეს, ვაკეში ცნობილი ბიზბნესმენი  „Silk Road Group“-ის თანადამაარსებელი ლევან კაჭარავა ჩაცხრილეს.

„თბილისი აღარ არსებობს ჩემთვის! რატომ რისთვის, დღისით მზისით, ჩემი იმედი, ჩემი ლევან კაჭარავა აღარ არის, ჩემი იმედი, ჩემი ახალგაზრდობა რატოოომ????“- დაწერა სოციალურ ქსელში პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ.

ვაკეში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ინფორმაციისთვის, ბიზნესმენი ლევან კაჭარავა 53 წლის გახლდათ. მან წლების წინ, გიორგი რამიშვილთან ერთად დააფუძნა „Silk Road Group“, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც იყო. გარდა ამისა, კაჭარავას სახელი უკავშირდება ნიდერლანდებში დაფუძნებულ კომპანია „მულტიპლექსს“, რომელიც თავის მხრივ არაერთ ბიზნესს ფლობს. ლევან კაჭარავა საქართველოში ფლობს თანამედროვე ტიპის ფიტნეს ქსელს და ასევე მისი კომპანიები მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროექტებში.        

აგრეთვე წაიკითხეთ

🔵„არაადამიანობით უსიამოვნოდ გამაოცა“ „ყველა საათს დაუკარგე ფასი“... - ზვიად ციკოლია ამ პოსტის გამო სკანდალში გაეხვია

🔵„მოერიდეთ წესების დარღვევას, რადგან მაღალია დაჯარიმების ალბათობა“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„შენი არხის ბავშვებს თავს დაესხა ვიღაც შენნაირი „ევროპელი“, ხმას როდის ამოიღებთ..?“ - ნათია ბერიძე კახა კინწურაშვილს