
შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო. ამ ეტაპზე საახალწლო განათებები რობაქიძის გამზირზე მოეწყო, სადაც სამონტაჟო სამუშაოები კომპანიის 160-მდე თანამშრომელმა სპეცტექნიკის საშუალებით შეასრულა.
სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია გაეცნო.
გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში მოცულობითი სამუშაოებია შესასრულებელი, საახალწლო განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისიდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებში სრულდება.
2023 წელს ახალი ილუმინაციებისა და აქსესუარების მოწყობაც იგეგმება. სამუშაო პროცესის დროს განათებები მხოლოდ სატესტო რეჟიმში ირთვება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵თამაზ გინტური სამხედრო დამნაშავეა - ედუარდ კოკოითი
🔵„უბედნიერესი ვარ. მჯერა, რომ დაუვიწყარი დღე იქნება“ - ზურა ყიფშიძეს ვარსკვლავს გაუხსნიან