Digest Logo

თბილისში შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

1794428245
შუქიშუქიშუქი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს თბილისში შუქი გაითიშება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, მეფე მირიანის, არქანჯელო ლამბერტის, სტრაბონის, პეტრე იბერის, თავდადებულის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), რადიო ქარხნის მიმდებარე ტერიტორიის, წყაროს უბნის, ხევისპირის, დავით ჯაბიძის, მწვანეს, ფარსმან II ქველის, ტაბატაძის, შულენბურგის და კეცხოველის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „შესაძლოა ჩივილები არ გვქონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი მიკრობიომი გამართულად მუშაობს“ - ლაშა უჩავა

⭕ თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანი ჩაცხრილეს

🎥 რატომ ეწოდება კუჭ-ნაწლავს „მეორე ტვინი“ და რა კავშირი აქვს მიკროფლორასა და ძილს ჩვენს ჯანმრთელობასთან: ლაშა უჩავას რჩევები

✕