Digest Logo

თბილისში წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

1792702561
წყალი შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“თბილისში წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, 23 ოქტომბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში, ზვიად გამსახურდიას სანაპირო N12-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

„კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 23 ოქტომბერს, ღამის 22:00 საათიდან 24 ოქტომბრის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

„კრწანისის რაიონში: საქანელას, აბჟანდაძის, დიდი ხეივნის, I, II და III ხეივნის, ახალი ხეივნის, საბატონოს, ცოლიკაურის, წითლანაძის, გულუას, გულიას, ერეკლე II მოედანი N3, გორგასლის N87-N115 (კენტ ნომრებს), N30-N50 (ლუწ ნომრებს), ერეკლე II ქუჩას და მოედანს, ლესელიძე-კოტე აფხაზი N16-N44 (ლუწ ნომრებს), N27-N53 (კენტ ნომრებს, ვერცხლის, ნაკაშიძის, შარდენის, ბამბის და რკინის რიგის, ცინცაძის, ოქრომჭედლების, სიონის, იეთიმ გურჯის, ანტონ კატალიკოსის, ყავლაშვილი, ილია და ნინო ნაკაშიძეები, ნიშნიანიძე, ჩახრუხაძე, დიუმას ქუჩებს. კრწანისის ქუჩას, შესახვევებსა და ჩიხებს, გორგასლის N20.

მთაწმინდის რაიონში: სანაპიროს, ჩხეიძის, თაბუკაშვილის, ფხოვის, ჯამბულის, სობჩაკის, ჭანტურიას, სტამბის ჩიხის, ბროსეს, რევაზ ლაღიძის და ვირსალაძის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მომწონს ჩემი თავი, როგორც დედა და ვფიქრობ, მარტივი არ არის, იყო ქალი“ - სალომე ღვინიაშვილი

⭕„საქართველო, მიყვარხარ... შაბათს ძალიან მაგრად ვიჩხუბებ, ჩემპიონი გავხდები“ - მერაბ დვალიშვილის მიმართვა

🎥 „პაემანზე ნუ წახვალთ ნაცრისფერით“ - რომელი ფერის სამოსი უნდა ჩაიცვათ კვირის დღეების მიხედვით? მიხეილ ცაგარელის რჩევები

✕