Digest Logo

„ადამიანებს წარმოდგენა არ აქვთ, სინამდვილეში როგორი ვარ, მათ არ იციან ჩემი შინაგანი სამყარო და სურვილები“ - რას ჰყვება სალომე ღვინიაშვილი

1792687405
სალომე ღვინიაშვილი

გადაცემაში Beauty Talk-ის ახალი სეზონის პირველ ეპიზოდში წამყვანები ინტერვიუს ერთმანეთისგან იღებენ, სადაც ერთ-ერთმა ტელეწამყვანმა სალომე ღვინიაშვილმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

მისი თქმით, 14 წლის იყო, როდესაც უკვე ცნობადი სახე გახდა, ამ ყველაფერმა კი მას თვითშეფასება აუმაღლა. 

„14 წლის ვიყავი, როდესაც საზოგადოებამ გამიცნო, ამ ასაკში უკვე გამოვჩნდი რეკლამებში და ჩვენებებში.  ამ ყველაფერმა ნამდვილად მე ნამდვილად მომცა თვითშეფასება. 

ძალიან ცოტა ადამიანი მიცნობს, რეალურად როგორიც ვარ. ადამიანები ვინც სოციალური ქსელებით მიცნობენ, ვფიქრობ, რომ საერთოდ არანაირი წარმოდგენა არ აქვთ რეალურად როგორი ვარ, როგორი ხასიათი მაქვს და რა თვისებები მაქვს, ისინი მხოლოდ ჩემ ვიზუალს ხედავენ. მათ არ იციან ჩემი შინაგანი სამყარო და სურვილები, ეს იციან მხოლოდ ჩემმა ახლობელმა ადამიანებმა.

გამიგია ბევრისგან, რომ უხასიათო და უჟმური ვარ, რეალურად კი არ ვარ ასეთი“, - ამბობს სალომე ღვინიაშვილი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ცნობილია, როგორ ემზადებოდა Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუსთვის როზი ჰანტინგტონ უაიტლი

⭕რატომ აქვს კვერცხის გულს განსხვავებული ფერი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება კვერცხის ყიდვისას? - არუნ ხათრის რჩევები

🎥 „პაემანზე ნუ წახვალთ ნაცრისფერით“ - რომელი ფერის სამოსი უნდა ჩაიცვათ კვირის დღეების მიხედვით? მიხეილ ცაგარელის რჩევები

✕