Digest Logo

თბილისში წყალი 12 საათით შეწყდება - ნახეთ, მისამართები

1792097377
ონკანი, წყალი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისში წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, სამგორის რაიონს წყლის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

„16 ოქტომბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, აკაკი ვასაძის ქუჩა N9-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 16 ოქტომბერს, ღამის 22:00 საათიდან 17 ოქტომბრის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში - ვარკეთილის III მასივს, აკაკი ვასაძის, კალოუბნის, თრიალეთის, საცხენისის, შუამთის, წნორის წყლის, ელდარის, გახოკიძის, ჯავახეთის, გ.აბაშვილის, კაკლიანის და ბერიაშვილის ქუჩებს, კახეთის გზატკეცილის N 7, N10, N33, N33 ა და N44 - N76.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია განცხადებაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა როლი აქვს ფსიქოლოგიურ ფაქტორს დაორსულების დროს? - გინეკოლოგის რჩევები!

⭕„ბასლა, გვიყვარხარ, გვაკლიხარ და ყოველდღე გვახსენდები, ჩვენს გულში ხარ უსაზღვრო სიყვარულითა და მონატრებით“ - რესტორანი „ქვევრი“

⭕🎥 „ქალს დაორსულების შანსი თვეში მხოლოდ რამდენიმე დღე აქვს“: როდის უნდა დავიწყოთ უშვილობაზე ფიქრი? – რას ამბობს გინეკოლოგი

✕