
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლიდან „ქალები" ვიდეო, სადაც მსახიობი ეკა მჟავანაძე თამაშობს. მსახიობის მიერ შესრულებულმა ცეკვამ საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. თუმცა კრიტიკოსებიც აღმოჩნდნენ.
გავრცელებული ვიდეოს შემდეგ მიღებული კრიტიკის შესახებ მსახიობი „ნიკოლოზის კითხვებში“ საუბრობს.
„თეატრია, სპექტაკლია… ხომ არ შეიძლება ასე გაწირო ადამიანი? ჩემს უკან დგას ჩემი მეუღლე, ორი შვილი, ნუ დაწერ ამ საშინელ სიტყვებს“, – ამბობს ეკა მჟავანაძე.
„ნიკოლოზის კითხვებში“ ეკა მჟავანაძე ასევე მის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ისაუბრებს, რომელსაც მაყურებელი ვრცლად ოთხშაბათს, 5 ივნისს ნახავს ეთერში.
ნახეთ ანონსი 👇
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება