თელავში მამამ შვილი გარდაცვლილი იპოვა. გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლამდე კაცი რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხობში მცხობელად მუშაობდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.
ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა კაცის გარდაცვალების მიზეზი.
გარდაცვლილს გურჯაანში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენებენ. კაცის გარდაცვალების რეალურ მიზეზს საგამოძიებო სამსახური დაადგენს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕თბილისში სასწრაფო დახმარების ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს
⭕ელდარ შენგელაია 91 წლის გახდა - როგორ მიულოცა კინორეჟისორს შვილიშვილმა დაბადების დღე