4 თვის წინ გაუჩინარებული 25 წლის რუსთაველი ბიჭი - გიორგი მირზაშვილი მოკლული იპოვეს.
„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა თელავის მუნიციპალიტეტში მოკლეს, შემდეგ კი ჭაში ჩააბეტონეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტოს წყარო უყვება, ბიჭს სავარაუდო დამნაშავეებთან წარსულში უთანხმოება ჰქონდა. ის კახეთში მოტყუებით ჩაიყვანეს, შემდეგ კი თავის არეში ქვის ჩარტყმით მოკლეს.
ბრალდებულმა 4 თვის შემდეგ დანაშაული თავად აღიარა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2 ადამიანია დაკავებული.
ახალგაზრდას სოციალურ ქსელში მეგობრები ემშვიდობებიან:
„ჩემო ლამაზთვალება ვერ ვიჯერებ არ შემიძლია... შენ ხომ ყველაზე ლამაზი ოცნებები და გეგმები გქონდა, ყველაზე თბილი და კეთილი ბიჭი იყავი, სულ მოციმციმე თვალები, შენი თბილი გამოხედვა...
არ მემეტები! შენ ჩემს გულში სულ ცოცხალი იქნები! ჩემ ლამაზთვალება ბიჭად დარჩები!
ლამაზი ოცნებები რომ ჰქონდა ძალიან ძალიან მენანები...
ძალიან მიყვარხარ და მენატრები!
ვერ გიმეტებ! არ შემიძლია! ისევ მგონია რომ გამოანათებ შენი ლამაზი თვალებით და შენს გეგმებზე და ოცნებებზე მომიყვები ხოლმე... შენთან ლაპარაკი მომენატრება, შენ ჩემს გულში მუდამ იქნები!“
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 სამხედრო ფიცის დადების ცერემონია საქართველოს მასშტაბით 11 ადგილას გაიმართა
🔵🎥 ⭕ live: თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დაიწყო