თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ, გუნდის აკადემიის აღზრდილი, 16 წლის თორნიკე კვარაცხელია ძირითად შემადგენლობასთან ერთად ავარჯიშა. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის დღევანდელი საწვრთნელი პროცესი სადებიუტო აღმოჩნდა.
როგორც GEO TEAM-ი იტყობინება, გამოცდილი სპეციალისტი ნიჭიერი მოთამაშის შესაძლებლობებით დაინტერესებულია. არსებული ინფორმაციით, ქეცბაია მომდევნო შეხვედრებში კვარაცხელიას სამატჩო განაცხადში შეყვანასაც აქტიურად განიხილავს.
„თემურ ქეცბაიამ 16 წლის თორნიკე კვარაცხელია „დინამო თბილისის“ მთავარ გუნდთან ერთად დღეს პირველად ავარჯიშა.
მთავარი მწვრთნელი მომდევნო მატჩებში ახალგაზრდა ფეხბურთელის სამატჩო განაცხადში შეყვანასაც განიხილავს“, - წერს GEO TEAM-ი.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ცვლილებების ეპოქა: ურანი ტყუპებში - თაკო მელიქიშვილის ასტროპროგნოზი
⭕ ლადო გუდიაშვილის შვილი გარდაიცვალა
🎥 როგორ დავირეგულიროთ წნევა წამლის გარეშე: ნინო ვაშაკიძს რჩევები