Digest Logo

🎥 ტერაქტი, თუ დადგმული სცენარი? - რას ამბობს ლელა კაკულია ტრამპის ინციდენტზე?

1721202149
ლელა კაკულია

შაბათს, 13 ივლისს, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი და უკვე ზედიზედ მესამედ, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, დონალდ ტრამპი, პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერთან რამდენიმე ათას მხარდამჭერს მიმართავდა რა დროსაც გასმა სროლის ხმა. ტრამპი სწრაფად დაიხარა, ტრიბუნას ამოეფარა და მას დაცვა და საიდუმლო სამსახურის აგენტები გადაეფარნენ. რამდენიმე წუთში მიკროფონებში მათი ხმა გაისმა - ერთმანეთს ატყობინებდნენ, რომ თავდამსხმელი განეიტრალებული იყო და შეეძლოთ, დონალდ ტრამპი ადგილიდან გაეყვანათ.

დასისხლიანებული დონალდ ტრამპის ფოტოები მთელი მსოფლიოს მედიას მოედო.

ვინ და რატომ სცადა ტრამპის მოკვლა?

ტრამპს, სცენიდან ახლოს მდებარე ერთ-ერთი შენობის თავზე ჩასაფრებულმა ახალგაზრდამ, ვინმე თომას მეთიუ კრუქსმა ესროლა. იგი რამდენიმე წამში სნაიპერის მიერ იქნა განეიტრალებული.

ტრამპი ამბობს, კრუქსის ნასროლი ტყვიებიდან ერთი ყურზე მოხვდა. დაშავდა კიდევ სამი კაცი. კიდევ ერთი, 50 წლის მეხანძრე კორი კომპერატორე კი კრუქსის ტყვიამ იმსხვერპლა.

გამოძიება მიმდინარეობს, მომხდარის მოტივები კი ამ დრომდე უცნობია.

ზოგმა აღნიშნულს, კარგად მომზადებული ტერაქტი უწოდა, ზოგმა კი ტრამპის მიერ დაგეგმილ პროვოკაციად შერაცხა. 

ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია, აღნიშნულ ინციდენტს გამოეხმაურა:

„2007 წელი, 10 ოქტომბერი

ამერიკას დიდი ინტერესი აქვს საქართველოს მიმართ. მაშ, რა ხდება? უბრალოდ, რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები ძალიან რთულად მიმდინარეობს. აი, როცა მოილაპარაკებენ, ნახავთ, რა სწრაფად შევალთ ნატოში.

2012 წელი, 14 იანვარი

საქართველოსთვის ძალზე მომგებიანია ამერიკაში რესპუბლიკელების მოსვლა. საქართველო მათ გეგმებში ზის. მიაჩნიათ, რომ ეს მათი შვილობილი ქვეყანაა და თავის შვილობილს ამერიკა არ გაწირავს“,- ამბობდა კაკულია მის წინასწარმეტყველებაში, რომელიც მის გვერდზე ხელახლა დაიდო.

რაც შეეხება ტრამპის მკვლელობის მცდელობას, იყო ეს ტერაქტი, თუ დადგმული სცენარი? - ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია ამბობს, რომ არავითარი დადგმული სცენა არ ყოფილა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მამა კარგად არის, ცრუ ინფორმაციის გავრცელება შეწყვიტეთ“ - რას წერს ნატალია ყიფშიძე

🎥 ნანუკა გულუა შვილების უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს

🎥 „ამ ტკბილმა შვილმა ასე როგორ გაგვამწარე“ - გია სურამელაშვილი ხვიჩა ხოჯავასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს