თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნახშირღელეში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი სანადიროდ იმყოფებოდა და იგი ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა:
„უკვე სამი კვირაა, რაც პატარა იმედს ვებღაუჭებოდით იმ უბედური წამიდან ლუკა. დღეს კი გაგვიფრინდი იმიერში სამუდამოდ, დატოვე შენი თანაკლასელები, ოჯახი და მთელი სკოლა გულმოკლული. იმ უბედური წამიდან ყოველი დღე შენზე ფიქრით და შენი სიცოცხლის გადარჩენისთვის ლოცვით იწყებოდა ჩვენთვის. ნათელი შენ სულს, უფალმა გაძლება მისცეს შენს ოჯახს”, - აღნიშნულია ნახშირღელეს სკოლის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ სამძიმრის წერილში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემი ცხოვრების უდიდესი საჩუქარი ხარ“ - თაკო ჭანუყვაძის ქალიშვილი 12 წლის გახდა
🎥 „ჩემი ადამიანები, ჩემი ბედნიერება...“ - ეთერ ლიპარტელიანი 27 წლის გახდა