Digest Logo

„ჩემი ცხოვრების უდიდესი საჩუქარი ხარ“ - თაკო ჭანუყვაძის ქალიშვილი 12 წლის გახდა

1790169159
 თაკო ჭანუყვაძე

მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი, თაკო ჭანუყვაძე, სცენაზეც და ეკრანზეც ბუნებრიობითა და პროფესიონალიზმით იწვევს მაყურებლის სიმპათიებს. განსაკუთრებული პოპულარობა სერიალმა „ჩემი ცოლის დაქალებმა“ მოუტანა კეკეს როლით.

მას ერთი შვილი, ანასიკო ჰყავს, რომელიც 12 წლის გახდა:

„შენ ჩემი ცხოვრების უდიდესი საჩუქარი ხარ 💝

ანასიკო 12“, - წერს  თაკო ჭანუყვაძე.

მსახიობის მეუღლე არის სანდრო გორგაძე. წყვილი უკვე წლებია ერთად არის. თაკო ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავს, რომ მისი ნებისმიერი წარმატება სწორედ სანდროს დამსახურებაა, რადგან მეუღლე მას ყველაფერში მხარს უჭერს და მის პროფესიას დიდ პატივს სცემს.

მსახიობს მრავალჯერ უთქვამს, რომ ძალიან მოსწონს დედის ამპლუა და მომავალში კიდევ რამდენიმე შვილის ყოლაზე ოცნებობს.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Chanukvadze Tako (@takulina)

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რატომ ვერ იკლებს ზოგი ადამიანი წონაში და რატომ აქვს „ტვინის ნისლი“, ან მუდმივი დაღლილობა? - ფატი გაბუნიას განმარტება

🎥 „ჩემი ადამიანები, ჩემი ბედნიერება...“ - ეთერ ლიპარტელიანი 27 წლის გახდა

🎥 ალცჰაიმერის დაავადება: რისკი და შესაძლებლობა - ნიშნები, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ!