
„რონდელის“ ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს რომ განმეორებითი ბიძგები ახლაც მიმდინარეობს.
„რა ხდება თურქეთში ამ მომენტისთვის?
გრძელდება განმეორებითი ბიძგების მთელი სერია. თითო რგოლი რუკაზე თითო ბიძგს და მის ეპიცენტრს აღნიშნავს.
ეს ყველაფერი თურქეთ-სირიის საზღვარზე ხდება. მაგრამ ისინი იმდენად ძლიერია, რომ თურქეთის სხვა ქალაქებშიც (ანკარა, სამსუნი და ა.შ.) იგრძნობა. ეს მიწისძვრები იგრძნობოდა საქართველოშიც (ყველაზე მეტად ბათუმში).
სამწუხაროდ, ამ ბიძგებსაც მოჰყვა ნგრევა. მაგრამ სამაშველო სამუშაოები ყველა დაზარალებულ ქალაქში გრძელდება.
ასი ათასობით მოქალაქე დაზიანებულ სახლებში ვერ შედის. გარეთ კი თოვს და ამაღამ ყინვები იქნება.
მსხვერპლის რაოდენობა კი იზრდება თურქეთშიც და სირიაშიც. გარდაცვლილთა შორის არის საქართველოს მოქალაქეც.
პირველადი მონაცემებით, მატერიალური ზარალი 15 მლრდ აშშ დოლარზე მეტია“, - წერს ზურაბ ბატიაშვილი.
„თურქეთში დღეს დილით მომხდარი მიწისძვრის შედეგად, 284 ადამიანი დაიღუპა, 2 323 კი დაშავდა“, - ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵თებერვლის თვის თმის შეჭრის კალენდარი
🔵🎥 საზიანოა თუ არა ბავშვისთვის სახლში ფეხშიშველი სიარული
🔵„ყველზე წარმატებული და იღბლიანი ახლა თქვენ ხართ“ - ცაგარელი კვირის ფავორიტ ნიშანს ასახელებს