ხავიერ მენდესმა ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მაქს ჰოლოუეის დანოკაუტების შემდეგ, ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონმა განაცხადა, რომ ის იქნება პირველი, ვინც დაღესტანელს საბმიშენს გაუკეთებს.
მექსიკელი თავკაცი ქართველი ჩემპიონის ნათქვამს არ ეთანხმება:
„ჩავიდეს თოფურია დაღესტანში და იქ სცადოს ვინმეს შებოჭვა. თუ ამას შეძლებს, მახაჩევთან საბმიშენით გამარჯვებაზე შემდეგ ვისაუბროთ. ერთია ამის გაკეთება საკუთარ სახლში, მაგრამ აბდულმანაპის სპორტდარბაზში ნამდვილ მონსტრებთან ბრძოლა სულ სხვა არის. იქ, ისლამს წინააღმდეგობას ვერავინ უწევს.
ერთადერთი, ვინც დაღესტნელ ჩემპიონს ვარჯიშის დროს პრობლემები შეუქმნა, ხაბიბი იყო“, - განაცხადა 54 წლის მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩემპიონის შემდეგი ბრძოლა 2025 წლამდე არ იქნება. კავკასიელის გარდა, მის სავარაუდო მეტოქედ ალექს ვოლკანოვსკიც განიხილება.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „დიდი ალიაქოთია ჩემს ცხოვრებაში...“ - თამარ ალადაშვილი ოჯახსა და კარიერაზე
⭕„ამინდი მკვეთრად გაუარესდება, მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი“ - მეტეოროლოგის გაფრთხილება!
წყარო: lagazzetta.ge