ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული მოზარდები უჩა ბერიძე და გოგიტა ათაბაქი არიან. სამძიმრის წერილს ბათუმის 26-ე საჯარო სკოლა ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოპედი შეეჯახა, ბავშვები მოპედზე ისხდნენ.
„სსიპ ქალაქ ბათუმის #26 საჯარო სკოლის კოლექტივი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ტრაგიკულად დაიღუპა 2 ჩვენი მოსწავლე.... ამ ტრაგედიას ვერაფერს დავარქმევ
ეს უსაზღვრო, გაუსაძლისი ტკივილია ჩვენი სკოლის 9-ა და 9-ბ კლასის მოსწავლეებმა უჩა ბერიძემ და გოგიტა ათაბაქმა სასწავლო წლის დასაწყისის მოლოდინს ფერები შეუცვალა. ჩაამუქა, ჩააქრო სიხარული და სევდით და ტკივილით აგვივსო გულები. თქვენმა ხანმოკლე ცხოვრებამ სამარადისო კვალი დატოვა ჩვენში .მიჭირს ამის თქმა, მაგრამ სამარადისოდ ნათელში იყავით ჩვენო ვაჟკაცო ბიჭებო“, - წერენ სოციალურ ქსელში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში?
⭕აშშ-ში 4 წლის ბავშვს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს - ეჭვმიტანილი ბავშვის დეიდაა