Digest Logo

🎥 „თქვენზე მლოცველი ნათლია გყავთ, რომელიც თქვენი დაბადებისთვის ლოცულობდა...“ - დეკანოზი შალვა კეკელია პატრიარქის ნათლულებს მიმართავს

1773951106
დეკანოზი შალვა კეკელია

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ შალვა კეკელიას ვიდეო, სადაც იგი პატრიარქის ნათლულებს, სამების საკათედრო ტაძარში მიმართავს:

„პატრიარქი არის წმინდანი, ისევე როგორც მამა გაბრიელი იყო. დიდი მოღვაწე არის პატრიარქი.

თქვენზე მლოცველი ნათლია გყავთ, რომელიც თქვენი დაბადებისთვის ლოცულობდა, თქვენ რომ გაჩენილიყავით ამისთვის ლოცულობდა.

ეს თქვენ, თქვენი ცხოვრების წესით უნდა დააფასოთ. თქვენი ცხოვრების წესით უნდა დააფასოთ. თქვენი საქციელით, აღმსარებლობით, არ უნდა გააცდინოთ კვირას წირვა ეკლესიაში, ყოველ საღამოს 5 წუთი უნდა გამოჰყოთ იმისთვის, რომ ლოცვა წაიკითხოთ. ეს უნდოდა ჩვენს პატრიარქს, რომ თქვენ ეკლესიის წევრები ყოფილიყავით“, - ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და გაგრძელდება 22 მარტამდე, მის დაკრძალვამდე.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო;

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „რანაირი ზნეკეთილი და კულტურული ქალის გაზრდილი ყოფილა ჩვენი პატრიარქი...“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე

🎥 სოხუმი, აფხაზეთი, საქართველო - სახლი, სადაც უწმინდესი ილია მეორე ცხოვრობდა, როგორც ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი

⭕„მადლი გადაგვარჩენს და ზუსტად ამ განწმენდის გზას გავდივართ პატრიარქისთვის დანთებული სანთლით“ - ლალი მოროშკინა