
ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ დანიაში დაემგზავრა, სადაც ევროპის ლიგის ძირითადი ეტაპის პირველ ტურში „მიდტიულანდს“ უნდა დაუპირისპირდეს – ოღონდ ქართველი ნახევარმცველის გარეშე. დანიაში კიტეიშვილის წაუსვლელობის მიზეზი ოჯახური ტრაგედიაა – დღეს დილით ოთარ კიტეიშვილს მამა გარდაეცვალა და სასწრაფოდ საქართველოში გამოფრენა მოუხდა.
ავსტრიულ-დანიური დაპირისპირება 24 სექტემბერს თბილისის დროით 20:45 საათზე უნდა დაიწყოს. ავსტრიის ჩემპიონი უკვე დანიაშია, სადაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა 20 მოთამაშე წაიყვანა. მაგრამ კიტეიშვილი სიაში არაა, რაზედაც კლუბის პრესსამსახური იუწყება.
ტრავმით გამოწვეული ერთთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი „შტურმს“ ავსტრიის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ზალცბურგთან“ 20 სექტემბრის შეხვედრაში დაუბრუნდა.
ასევე დაგაინტერესებთ: