
ბიჭი, რომელიც მთელი ცხოვრება ცდილობდა ქართული მთები და ბუნება მსოფლიოსთვის გაეცნო. ნიკა ფალიანი - 29 წლის მთამსვლელი, რომელმაც სიცოცხლე მთაში ტრაგიკულად დაასრულა.
მისი ღიმილით, გამარჯობით იწყებოდა ყველაფერი. ნიკო ერთხელ ჩამოსულ სტუმარს მეორედ სულ აბრუნებდა. დროის, მანძილის მიუხედავად, მთა იყო ის ერთადერთი, ძალიან რომ აკავშირებდათ.
მწვერვალებზე შეყვარებული ბიჭი, რომელმაც საქართველო მთელ მსოფლიოს გააცნო, გულანთებული, უბრალო, სვანეთის მთების ნამდვილი ელჩი დიდი მიზნებით.
29 წლის მანძილზე მოახერხა ყოფილიყო ერთ-ერთი პირველი ახალი თაობის სამთო გამყოლებს შორის, რომელმაც საერთაშორისო სტატუსი მოიპოვა. სვანეთის მთავარი მასპინძელი, ექსტრემალური ტურიზმის მამოძრავებელი ღერძი - და მაინც ნიკა ფალიანისთვის ყველაზე მთავარი, მომავალ თაობასთან პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები იყო.
ზუსტად 3 წლის წინ სათავგადასავლო და ექსტრემალური თემატიკის ფილმები ავსტრიელ და შვეიცარიელ მოთხილამურეებთან ერთად გადაიღო. მაშინ ყველას დაანახა მისი მხარის დიდებულება იმ ადგილების ჩვენებით, სადაც მანამდე თხილამურით არავინ დაშვებულა, აჩვენა რაჭა და ის ადგილები, სადაც ფეხი პირველად მან დადგა.
ფილმები ჯერ საფრანგეთში ნახეს, შემდეგ ავსტრიაში. 10-ზე მეტი საერთაშორისო ფესტივალი და დიდი მოწონება, რომლითაც ჩვენი ქვეყნის სათავგადასავლო ტურიზმის პოტენციალი ახალ საფეხურზე აიყვანა.
ხშირად ამბობდა, რომ თავისუფლება სწორედ მთებშია. ამ თავისუფლებით უბრალო ადამიანები ღრმა კვალს ტოვებენ. გაკვალულ გზაზე კი მისი წყალობით მომავალი გიდები დადგებიან.
მეტის გასაგებად გადადით ბმულზე:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„კვირა ყოველთვის მდინარის დღეა...“ - რომან დოლიძე შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს