Digest Logo

„ყველაფერი ბურბუშელის ჭამით და პირამიდების გახსნით გამოვიდა...“- როგორ შეძლო ნიკე ჩაჩანიძემ 7 წლის ასაკში მიწის ნაკვეთის ყიდვა და რა ოცნების ასრულებას აპირებს იგი?

1748193818
ნიკე ჩაჩანიძე

ნიკე ჩაჩანიძეს, ალბათ, ყველა იცნობს და ყველას ძალიან გაუხარდა იმის გაგება, რომ მან, ძალიან პატარა ასაკში, თავის გამომუშავებული ფინანსებით მიწის ნაკვეთის ყიდვა შეძლო და მალე საკუთარ ოცნებასაც აისრულებს. იგი ამჯერად ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს:

ნიკე ჩაჩანიძე: ჩემი შემოსავლებით მიწის ნაკვეთი ვიყიდე. ყველაფერი ბურბუშელის ჭამით და პირამიდების გახსნით შევძელი. მიწის ნაკვეთი ცხვარიჭამიაში ვიყიდეთ და მალე იქ სახლს ავაშენებთ. ჩვენ ახლა პატარა სახლში ვცხოვრობთ. მინდოდა, უფრო დიდი გვქონოდა და ამიტომ გადავწყვიტე, მიწის ნაკვეთი გვეყიდა.

– როგორი უნდა იყოს შენი ახალი სახლი?

– მინდა, მასში ჩემი ოთახი მქონდეს. კედლებზე გოგონებისთვის ლამაზი შპალერი იყოს, ღია ვარდისფერი. ეს ჩემი საყვარელი ფერია და მინდა, ნივთებიც, ძირითადად, ვარდისფერი იყოს. სათამაშოების კარადაც მინდა, რომელშიც ბევრ სათამაშოს დავალაგებ. წიგნების თაროც მინდა. ჩემს ძმასაც ვუკეთებ ოთახს. იქ ერთი კარადა უნდა გავაკეთოთ და ამ კარადის კარს რომ გააღებ, ჩემს საიდუმლო ოთახში შეხვალ. ამ ოთახში მეგობრებს შევიყვან ხოლმე და გავერთობით. დიდი ორსართულიანი სახლი მომწონს და ასეთი უნდა ავაშენოთ. მინდა, რომ მისაღები ოთახიც ძალიან ლამაზი იყოს.

– შენთვის რამდენად სასიამოვნოა ის ყველაფერი, რითაც საჭირო თანხა გამოიმუშავე, ანუ, სოციალურ ქსელში აქტიურობა, სახალისო ვიდეოების გადაღება, რამდენად მოგწონს ეს ყველაფერი?

– ძალიან, ძალიან მომწონს. მიხარია, რომ პოპულარული ვარ. კარგია, როცა ქუჩაში ხალხი მხვდება და მცნობენ, ჩემთან ერთად სურათის გადაღება უნდათ. მეუბნებიან, მზე გოგო ხარ, ძალიან მაგარი ხარო. ან – შენ ნიკე არ ხარო?! ეს ძალიან მიხარია.

– სკოლასთან ერთად, რით ხარ დაკავებული, ყოველდღიურად რას აკეთებ?

– დავდივარ ცეკვაზე, ხატვაზე, ინგლისურზე. მთელი დღე აქტიური ვარ და ეს ძალიან მომწონს, არ მღლის. ყველაზე მეტად ცეკვა მომწონს, შემდეგ – ხატვა. გაკვეთილებიდან ყველაზე მეტად სპორტი და კომპიუტერი მიყვარს, ასევე, ჭადრაკი და მათემატიკა. ცოტა ნაკლებად მიყვარს ბუნება, იმიტომ, რომ სულ ტექსტებს გვაძლევენ დასამახსოვრებლად.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „აღმოჩნდება, რომ მე რაც მომწონს თქვენც გიყვართ...“ - ბადრი ვადაჭკორიას ცხოვრების და შემოქმედების გზა

⭕„სიმბოლურად უკავშირდება რაღაც ახლის დაბადებას, ახალ იმპულსს...“ - ქეთი ოდიშელის ასტროპროგნოზი

⭕ პროკურატურამ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა