Digest Logo

🎥 „ტრავმირებული ვარ...ყოველთვის მინდოდა გვერდით მყოლოდა პატიოსანი, ერთგული და კეთილი ადამიანი“ - ლიზი დარასელია მშობლების დაშორების პერიოდს იხსენებს

1779207540
ლიზი დარასელია

მომღერალი ლიზი დარასელია სტუმრად გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ იმყოფებოდა, სადაც მშობლების დაშორებასა და მამრობით სქესთან უნდობლობაზე ისაუბრა.

წამყვანის მიერ დასმულ კითხვას: მშობლების დაშორებამ მამაკაცების მიმართ უნდობლობა ჩამოგიყალიბათ? - მან ასე უპასუხა:

„დიახ მქონდა უნდობლობა. იმას არ ვიძახი, რომ მე არ ვენდობი ჩემ მეუღლეს. ღმერთს მადლობა რომ ასეთი საოცარი ადამიანი შემხვდა. ჩემი მეუღლე ბიზნესმენი საბა ბალაძეა. მამაჩემის მიმართ განსაკუთრებული მამაშვილური ურთიერთობა მაქვს. ძალიან გამიჭირდა ის პროცესი, რომ ერთად აღარ არიან. 12 წლის ვიყავი, ფაქტობრივად გარდატეხის ასაკი იყო და ტრავმირებული ვარ მაგ პერიოდით.

დაშორების შემდეგ მამა ჩვენთან აღარ ცხოვრობდა. დედა კიდევ დაოჯახდა. გამიმართლა, ცხოვრება გამართლებაა. ყოველთვის მინდოდა გვერდით მყოლოდა პატიოსანი, ერთგული და კეთილი ადამიანი. მეტი არ არის ჩემთვის საჭირო. ჩემთვის მატერიას არ აქვს მნიშვნელობა. მთელი ბავშვობაა ვმუშაობ, მაქვს ჩემი შემოსავალი და არასდროს ვიქნები კაცზე დამოკიდებული“, - ამბობს ლიზი დარასელია.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „სინათლის ფასი მხოლოდ იმან იცის, ვისაც სიბნელეში გაუვლია“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

🎥 რა დაემართა ანჯელინა ჯოლის? - მსახიობის შეცვლილი ვიზუალი მედიის ყურადღების ცენტრშია

⭕19 მაისის ტაროლოგიური პროგნოზი: „იდეალური დღეა ბანკებთან ურთიერთობისთვის... თქვენი სიტყვა დღეს ოქროდ ფასობს“